მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი შვიდი ტესტიდან ექვსი უარყოფითია, ერთის კვლევა გრძელდება
მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი შვიდი ტესტიდან ექვსი უარყოფითია.
როგორც საქართველოს პირველ არხს „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში განუცხადეს, ერთი პაციენტის ნიმუშს ისევ იკვლევენ და პასუხი დღეს, დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
ექიმების ინფორმაციით, დღეს დილით კლინიკაში საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტი არ შესულა.
მარნეულში „კოვიდ 19“ მეცხრე დღეა აღარ დაფიქსირებულა.