მარნეულის ცხელების ცენტრში სამი მოქალაქის ანალიზის პასუხს ელოდებიან
მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში სამი პაციენტის ნიმუშია გაგზავნილი. როგორც კლინიკაში განაცხადეს, საეჭვო სიმპტომების მქონე სამივე პირი ცხელების ცენტრში დღეს შეიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში აცხადებენ, რომ ტესტების პასუხები, სავარაუდოდ. ხვალ დილით გახდება ცნობილი.
მარნეულის მუნიციპალიტეტში უკვე მეშვიდე დღეა, „კოვიდ-19“-ის არც ერთი ფაქტი არ დადასტურებულა. მარნეული 23 მარტს გამოცხადდა მკაცრ საკარანტინო ზონად. მუნიციპალიტეტის გახსნა 18 მაისს იგეგმება.