მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეჩერებულია 
მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეჩერებულია 

მარნეულში, 69-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია.

საოლქო კომისია კომისიის სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას, დაიხურება თუ არა აღნიშნული უბანი.

სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები მარნეულის 69-ე საარჩევნო უბნიდან, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთი პირი საარჩევნო ყუთში ბიულეტენებს ყრის.

ამასთან, ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულის 69-ე უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრაზე ინფორმაცია შემაშფოთებელია და მიმართა შსს-ს, სწრაფად განხორციელდეს შესაბამისი წარმოების პროცესი. კალანდარიშვილმა ასევე მოუწოდა მარნეულის საოლქო-საარჩევნო კომისიას, სასწრაფო წესით გაერკვეს ვითარებაში, მოიწვიოს კომისიის სხდომა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.