მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული შუახანს გადაცილებული ქალის მდგომარობა ამ დროისთვის სტაბილურია და უკეთესი ვიტალური პარამეტრები გააჩნია,- ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
„ჩვენს კლინიკაში მარნეულიდან შემოყვანილი 62 წლის ქალბატონის მდგომარეობა ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად სტაბილურია, უფრო უკეთესი ვიტალური პარამეტრები გააჩნია, ვიდრე ჰქონდა დღის პირველ ნახევარში“ ,- აღნიშნა ლევან რატიანმა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.