„დორტმუნდის“ ფორვარდი მარკო როისი არ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე, – წერს გაზეთი „ბილდი“.
ფეხბურთელმა გადაწყვიტა დაისვენოს მძიმე სეზონის შემდეგ ნაცვლად იმისა, რომ დატვირთოს ტრავმებისადმი მიდრეკილების მქონე სხეული კიდევ ერთი ტურნირით. ამის შესახებ მან გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს იოახიმ ლიოვს განუცხადა და ისიც დათანხმდა როისის გადაწყვეტილებას.
როისმა გერმანიის ნაკრებში 44 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.