მარკო მიჰკელსონი - პუტინი არ არის მშვიდობის პრეზიდენტი, ის ომის პრეზიდენტია
მარკო მიჰკელსონი - პუტინი არ არის მშვიდობის პრეზიდენტი, ის ომის პრეზიდენტია

პუტინი არ არის მშვიდობის პრეზიდენტი, ის ომის პრეზიდენტია, – უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ესტონეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარკო მიჰკელსონმა კიევის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვის გამოსვლისას გააკეთა.

„პუტინი არ არის მშვიდობის პრეზიდენტი, ის ომის პრეზიდენტია. გავიხსენოთ მისი პრეზიდენტობის პირველი წლები, ისინი აღინიშნებოდა ომით ჩეჩნეთში, საქართველოში, უკრაინაში, სირიასა და სხვა ადგილებში, რომელთა შესახებაც ჩვენ არ ვიცით და სადაც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ მუშაობს“, – განაცხადა მარკო მიჰკელსონმა.

ესტონელი დეპუტატი მიიჩნევს, რომ ნაკლებად სავარაუდოა დიალოგის გზით რუსეთის აგრესია შეჩერდეს, რადგან რუსეთს მხოლოდ სამხედრო ძალის ენა ესმის.

„ვფიქრობ, ერთადერთი ენა, რომელიც რუსებს ესმით, შეკავების პოლიტიკაა, სამხედრო სფეროში, პოლიტიკური ინსტრუმენტებით, როგორიც სანქციებია. ვფიქრობ, ჩვენ ჯერ ყველა შესაძლებელი ინსტრუმენტი არ გამოგვიყენებია. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ მან ყველა „წითელი ხაზი“ გადაკვეთა“, – განაცხადა მარკო მიჰკელსონმა.