ძმები მორისები ლოს ანჯელესში დამკვიდრდნენ. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მარკუს მორისი „ნიუ იორკიდან“ ლოს ანჯელეს „კლიპერსში“ გადავიდა. დღეს კი გაირკვა, რომ მისი ძმა მარკიფ მორისი ლოს ანჯელეს „ლეიკერსის“ ღირსებას დაიცავს.
„დეტროიტი” ზამთრის სატრანსფერო სეზონზე გუნდის ლიდერებს დაემშვიდობა. „პისტონსის“ რიგები დატოვეს ანდრე დრამონდმა (კლივლენდი), რეჯი ჯექსონმა (კლიპერსი) და ახლა უკვე მარკიფ მორისმაც.
„დეტროიტში“ მარკიფ მორისი მატჩში საშუალოდ 11 ქულასა და 3.9 მოხსნას აგროვებდა. მოედანზე კი ის საშუალოდ 22.5 წუთს ატარებდა.
საინტერესოა, რომ მარკიფმა საგრძნობლად გააუმჯობესა პერიმეტრიდან ტყორცნები და მიმდინარე სეზონზე კარიერის საუკეთესო სტატისტიკას აფიქსირებს (39.5 % სამქულიანების სიზუსტე)