მარკეტა გრეგოროვა - სტრასბურგი რეკომენდაციებს გასცემს, საქართველოს საკუთარი მართლმსაჯულება აქვს და შეუძლია, ისე მოიქცეს, როგორც სურს, თუმცა ევროპარლამენტს ურჩევნია, სააკაშვილი ქვეყნიდან გაიყვანონ
მარკეტა გრეგოროვა - სტრასბურგი რეკომენდაციებს გასცემს, საქართველოს საკუთარი მართლმსაჯულება აქვს და შეუძლია, ისე მოიქცეს, როგორც სურს, თუმცა ევროპარლამენტს ურჩევნია, სააკაშვილი ქვეყნიდან გაიყვანონ

12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით დღეს ინფორმაცია მოგვაწოდეს და ვხედავთ, რომ არის კარგი წინსვლა, მაგრამ სამწუხაროა, რომ მედიათავისუფლების შესახებ მეშვიდე პუნქტის მიუხედავად, ნიკა გვარამია კვლავ ციხეში იმყოფება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის გადმოსახედიდან, მედია თავისუფლების შესახებ მეშვიდე პუნქტს შესრულებულად ვერ ჩათვლიან.

„მოხარული ვარ, რომ ქალბატონი პრეზიდენტი დღეს ჩვენ გვერდით არის. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, მისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა გვქონოდა. გვსურს, ამ ბანერებით ვაჩვენოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვხედავთ პროგრესს 12 რეკომენდაციის მიმართულებით, ამის შესახებ დღეს ინფორმაცია მოგვაწოდეს და ვხედავთ, რომ არის კარგი წინსვლა, მაგრამ სამწუხაროა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მედია თავისუფლების შესახებ მეშვიდე პუნქტი შესრულებულია, ნიკა გვარამია კვლავ ციხეში იმყოფება. თუმცა, ჩვენ ვერ ჩავთვლით მას შესრულებულად ევროკავშირის გადმოსახედიდან. ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი შეეხება ამ საკითხს, ასევე ისაუბრებს, რა პროგრესი აქვს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ვიმედოვნებ, მისი გამოსვლა პოზიტიური იქნება“, – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით.

ამასთან, მარკეტა გრეგოროვამ მიხეილ სააკაშვლთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლო რეკომენდაციებს გასცემს, თუმცა საქართველოს საკუთარი მართლმსაჯულება აქვს და შეუძლია, ისე მოიქცეს, როგორც სურს. მარკეტა გრეგოროვას განმარტებით, ევროპარლამენტს, რეზოლუციებისა და განცხადებების საფუძველზე, ურჩევნია, რომ სააკაშვილი ქვეყნიდან გაიყვანონ.

„ჰუმანიტარული საფუძვლის გამოყენება შესაძლებელია. რა თქმა უნდა, სხვა მხრივ პირის ექსტრადირებას ვერ განახორიცელებთ მისი ქვეყნიდან, თუმცს სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეც არის. სტრასბურგის სასამართლო რეკომენდაციებს გასცემს, მას არ აქვს იურისდიქცია საქართველოზე, საქართველოს შეუძლია, ისე მოიქცეს, როგორც სურს და საკუთარი მართლმსაჯულება აქვს, თუმცა თუ ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკურ ნებაზე, ევროპარლამენტს, რეზოლუციებისა და განცხადებების საფუძველზე, ურჩევნია, რომ სააკაშვილი ქვეყნიდან გაიყვანონ, არა მხოლოდ ჰუმანიტარული მიზეზით, არამედ ეს დაეხმარება საქართველოში დეპოლარიზაციას. მისი ქვეყანაში დარჩენა ქმნის კომუნიკაციის პრობლემებს ჩვენთვის, რადგან როდესაც ვცდილობთ რაიმეზე ყურადღების გამახვილებას, ეს ყოველთვის მაინც სააკაშვილს ეხება. ჩვენ ასევე არ გვსურს მუდმივად სააკაშვილზე საუბარი, გვინდა, ვისაუბროთ საქართველოზე და მის საჭირობებზე, მაგრამ ამისთვის ჯერ ეს საკითხი უნდა მოვაგვაროთ“, – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.