მარკეტა გრეგოროვა - სამუშაო ჯგუფებს თუ ექნებათ შედეგი, რომლითაც მოქალაქეები კმაყოფილი იქნებიან, ისინი, ვინც პროცესს მიღმა იდგნენ, იქვე დარჩებიან, შედეგს არჩევნებზე იგრძნობენ, თუ მომავალშიც არ ექნებათ ამის სურვილი
სამუშაო ჯგუფებს თუ ექნებათ შედეგი, რომელიც მოსახლეობას მისწვდება და მოქალაქეები კმაყოფილები იქნებიან, ისინი ვინც პროცესს მიღმა იდგნენ იდგნენ, იქვე დარჩებიან, თუ მათ არც მომავალში ექნებათ ამის სურვილი, ვფიქრობ, შედეგს მკაფიოდ იგრძნობენ არჩევნებზე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა.
ევროპარლამენტარის განცხადებით, საქართველოში ყველაზე დიდ პრობლემად კვლავ პოლარიზაცია რჩება.
ამასთან, მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა, რომ სტრასბურგში, ევროპარლამენტის საშემოდგომო სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ქართველ დეპუტატებთან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხები განიხილა.
„ქართველ დეპუტატებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ რეკომენდაციების შესრულების პროცესზე, ასევე ასოცირების კომისიის სხდომის შედეგებზე. მთლიანობაში, ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ პროგრესზეც და იმაზეც, რომ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი, თუმცა მთავარია, რომ სამუშაო ჯგუფები მუშაობენ. პროგრესის ნაწილში შემიძლია, ვთქვა, მოხარული ვარ, რომ პროცესი მიდის და სამუშაო ჯგუფები მუშაობენ. ასევე, არსებობს მკაფიო გეგმა, როდის რა უნდა გაკეთდეს, ეს ძალიან კარგია. ყველაზე დიდ პრობლემად კი დეპოლარიზაციას დავასახელებდი. ახლა ყველამ უნდა შეძლოს ერთად მუშაობა და თანამშრომლობა. ის, რაც გვჭირდება, არის ბევრი რეფორმა, დემოკრატიული, საარჩევნო და ა.შ. სამუშაო ბევრია. სამუშაო პროცესში მონაწილეობას ბუნებრივია, ვერავის აიძულებ, მაგრამ ვფიქრობ, კარგი მაგალითი ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ სამუშაო ჯგუფებს ექნებათ შედეგი, რომელიც მოსახლეობას მისწვდება და მოქალაქეები კმაყოფილები იქნებიან, ისინი, ვინც პროცესს მიღმა იდგნენ, იქვე დარჩებიან. თუ მათ არც მომავალში ექნებათ ამის სურვილი, ვფიქრობ, შედეგს მკაფიოდ იგრძნობენ არჩევნებზე“, – განაცხადა გრეგოროვამ.