მარკ რუტე - რუსეთი განაგრძობს სარაკეტო დარტყმებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინას შესაძლოა, ყველაზე მძიმე ზამთარი ჰქონდეს
ნატო-ს ახალი გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, უკრაინას შესაძლოა, ყველაზე რთული ზამთარი ჰქონდეს ომის დაწყების შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვი განაგრძობს ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას.
„ნატო-მ მეტი უნდა გააკეთოს და გააკეთებს უკრაინის დასახმარებლად. რუსეთი განაგრძობს სარაკეტო დარტყმების განხორციელებას უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. უკრაინას შესაძლოა, ყველაზე მძიმე ზამთარი ელოდებოდეს ომის დაწყების შემდეგ“, – განაცხადა რუტემ ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, მარკ რუტემ აღნიშა, რომ მიესალმება უკრაინისადმი ფინეთის მუდმივ მხარდაჭერას.
„რაც მეტ სამხედრო დახმარებას გავწევთ, მით უფრო სწრაფად დასრულდება ეს ომი“, – განაცხადა მარკ რუტემ.