ნიდერლანდების პრემიერი მიიჩნევს, რომ ევროკავშირში უკრაინის სწრაფი ინტეგრაცია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სტაბილურობისთვის რისკს ქმნის
ნიდერლანდების პრემიერი მიიჩნევს, რომ ევროკავშირში უკრაინის სწრაფი ინტეგრაცია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სტაბილურობისთვის რისკს ქმნის

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე მიიჩნევს, რომ ევროკავშირში უკრაინის სწრაფი ინტეგრაცია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სტაბილურობისთვის რისკს ქმნის. ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკოავრცელებს.

„ევროკავშირში გაწევრიანება არის პროცესი. გაწევრიანების პროცედურების დაჩქარება არ არსებობს. ეს რომ გავაკეთოთ, ჩვენ გაწევრიანების პროცესს პოლიტიკურს გავხდით, ეს კი არ უნდა მოხდეს“, – განაცხადა რუტემ.

რუტეს თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში უკრაინის პრივილეგირებული როლი იმედგაცრუებას გამოიწვევს სხვა ქვეყნებში, რომლებსაც ორგანიზაციაში გაწევრიანება სურთ.

„ასეთი დაჩქარების რისკი იმაში მდგომარეობს, რომ დასავლეთ ბალკანეთის სტაბილურობა შესაძლოა, საფრთხის წინაშე დადგეს, რადგან არიან ქვეყნები, რომლებსაც ასევე სურთ დაჩქარება: ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი. ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია“, – განაცხადა მარკ რუტემ.