მარკ რუტე აცხადებს, რომ 2030 წლამდე ევროკავშირის გაფართოების იდეას მხარს არ უჭერს
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს 2030 წლამდე ევროკავშირის გაფართოების იდეას.
რუტეს თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატებმა მთელი რიგი პირობები უნდა შეასრულონ და ამ მხრივ დათმობა არ შეიძლება.
„საკითხავი ის კი არ არის, როდის იქნება ქვეყანა მზად, არამედ საკითხავია, არის თუ არა ის მზად“, – აღნიშნა რუტემ.
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირს უკვე ჰყავს 27 წევრი და მეტი ქვეყანა თუ შეუერთდება, გადაწყვეტილების მიღების პროცესი და რიგი სხვა საკითხები კიდევ უფრო გართულდება.
ცნობისთვის, აგვისტოს ბოლოს ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მას სურდა, რომ ევროკავშირი მზად ყოფილიყო გაფართოებისთვის 2030 წლამდე.