მარკ პრიჩარდი - დე ფაქტო მთავრობებმა უნდა დაუშვან საერთაშორისო ორგანიზაციები, რათა გაეცნონ ადამიანის უფლებების მდგომარეობას
დიდი ბრიტანეთის დელეგაცია მხარს უჭერს საქართველოს რეზოლუციას, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მარკ პრიჩარდმა პირველ არხს კომიტეტის სხდომის შემდეგ განუცხადა, სადაც რეზოლუციის პროექტს – „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ მხარი დაუჭირეს.
„აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დარღვევა გრძელდება. დე ფაქტო მთავრობებმა უნდა დაუშვან გაერო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ამ ტერიტორიებზე, რათა გაეცნონ ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ რეზოლუციას და ადამიანის უფლებების დარღვევის დასრულებას“, – დასძინა მარკ პრიჩარდმა.