“ჰონდას” პილოტი მარკ მარკესი მოტოგრანპრიში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი გახდა. მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო ეტაპზე, რომელიც ესპანეთში გაიმართა, მარკესმა მესამე ადგილი დაიკავა და ეს საკმარისი აღმოჩნდა ჩემპიონობის გასანაღდებლად, რადგან გენერალურ კლასიფიკაციაში ესპანელის ერთადერთი კონკურენტი, იტალიელი ანდრეა დოვიციოზო (“დუკატი”) ფინიშამდე ხუთი წრით ადრე დაეცა და რბოლა ვერ დაასრულა.
ესპანეთის გრანპრი მარკესის თანაგუნდელმა დანი პედროსამ მოიგო, მეორეზე გავიდა ფრანგი იოან ზარკო “იამაჰადან“.