მარკ კლეიტონი - უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტზე მკაფიო იყო ჩვენი პოზიცია, რომ ეს არ არის წინსვლისთვის სწორი გზა, მოხარული ვარ, რომ კანონპროექტი გაიწვიეს
უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტზე ძალიან მკაფიო იყო ჩვენი პოზიცია, რომ ეს არ არის წინსვლისთვის სწორი გზა, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოხარულია, რომ კანონპროექტი უკან გაიწვიეს.
„ჩემს საჯარო განცხადებაში აღვნიშნე, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში გაერთიანებული სამეფოს მრავალი საქმიანობა საქართველოში რისკის ქვეშ დადგებოდა. დღეს აქ, საკონტაქტო საელჩოში ჩვენთან ერთად არიან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომელთაც უცხოური აგენტების სტატუსი მიენიჭებოდათ. ისინი მუშაობენ მრავალი მიმართულებით საქართველოს მთავრობის პრიორიტეტების განსახორციელებლად. ასე რომ, ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ის არ იქნებოდა სწორი და მოხარული ვარ, რომ კანონპროექტი უკან გაიწვიეს“, – აღნიშნა მარკ კლეიტონმა.