მარკ კლეიტონი - შეძრწუნებული ვარ, რომ მიუხედავად მზადებისა და პრევენციული ზომებისა, „პრაიდის ფესტივალი“ ჩაიშალა
მარკ კლეიტონი - შეძრწუნებული ვარ, რომ მიუხედავად მზადებისა და პრევენციული ზომებისა, „პრაიდის ფესტივალი“ ჩაიშალა

შეძრწუნებული ვარ, რომ მიუხედავად მზადების და პრევენციული ზომებისა, „პრაიდის ფესტივალი“ ჩაიშალა, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი სოციალურ ქსელში წერს.

ბრიტანეთის ელჩი მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც აგრესიული გზით ხელი შეუშალეს მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას.

„შეძრწუნებული ვარ, რომ მიუხედავად მზადების და პრევენციული ზომებისა, „პრაიდის ფესტივალი“ ჩაიშალა. მოვუწოდებ ხელისუფლებას უზრუნველყოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც აგრესიული გზით ხელი შეუშალეს მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას“, – წერს მარკ კლეიტონი.