მარკ კლეიტონი - ქალები თამაშობენ უკიდურესად მნიშვნელოვან როლს საქართველოს თავდაცვის ძალებში
ქალები თამაშობენ უკიდურესად მნიშვნელოვან როლს საქართველოს თავდაცვის ძალებში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განუცხადა, რომელიც კონფერენციაზე „ქალები საყოველთაო თავდაცვაში“ იმყოფებოდა.
„დიდი ბრიტანეთი მოხარულია, მხარი დაუჭიროს კონფერენციას „ქალები საყოველთაო თავდაცვისთვის“. ქალები თამაშობენ უკიდურესად მნიშვნელოვან როლს საქართველოს თავდაცვის ძალებში. საქართველოს თავდაცვაში ქალების როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ შეიარაღებულ ძალებში მათი როლით. საყოველთაო თავდაცვის კონცეფცია გულისხმობს მთელი საზოგადოების გაერთიანებას საფრთხეებისა და გამოწვევებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ჩვენ ვხედავთ, როგორ ხდება ახლა ეს უკრაინაში, სადაც ქალები ასრულებენ ძალიან მნიშვნელოვან როლს უკრაინის დაცვაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ამ მხრივ საქართველოს აქვს საკუთარი გამოცდილება არა მხოლოდ 2008 წელს, არამედ „კოვიდ“-კრიზისზე რეაგირების დროსაც, როდესაც მთელი საზოგადოება გაერთიანდა. ასე რომ, დიდი ბრიტანეთი ამაყია, იმუშაოს ამერიკელ მოკავშირეებთან და საქართველოს მთავრობასთან, რათა გაფართოვდეს ცნობადობა ამ კონცეფციის შესახებ და ქალების შთაგონებისთვის“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა.