მარკ კლეიტონი - ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა პოლიტიკაში მიუღებელია, ყველა მხარეს მოვუწოდებ, არ მიმართონ ძალადობას
ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა პოლიტიკაში მიუღებელია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განუცხადა.
ელჩს კითხვა დაუსვეს აქციის მონაწილეების მხრიდან ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის, ასევე პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელის შეშლის ფაქტებზე.
კლეიტონის თქმით, საქართველოში ახლა სენსიტიური პერიოდია და ყველა მხარეს მოუწოდებს, არ მიმართონ ძალადობას.
„შემიძლია, გავიმეორო ის, რაც ჩემმა ევროპელმა კოლეგამ გუშინ თქვა. ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა პოლიტიკაში მიუღებელია, განურჩევლად იმისა, თუ ვისკენ არის მიმართული ის. მე ვაცნობიერებ, რომ ამ მომენტში საქართველოში სენსიტიური პერიოდია, არის გულწრფელი ძლიერი გრძნობები „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. თუმცა, ანალოგიურად, არის მთავრობის ძლიერი პოზიცია. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემიძლია, ყველა მხარეს მოვუწოდო, არ მიმართონ ძალადობას“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა.