მარკ კარნი – დონალდ ტრამპთან კანადასა და აშშ-ს შორის სავაჭრო ურთიერთობების მომავლის შესახებ კარგი საუბარი მქონდა

23:54, 01.11.2026

კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების შესახებ კარგი საუბარი ჰქონდა.

კარნის თქმით, საუბარი ეფუძნებოდა ბოლო პერიოდში გამართულ კონსტრუქციულ განხილვებს, რომელთა მიზანიც ორივე მხარისთვის მომგებიანი სავაჭრო შეთანხმების მიღწევაა.

„ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, გაზრდის პროდუქციისა და მომსახურების ხელმისაწვდომობას და სრულად გაითვალისწინებს კანადის კულტურასა და სუვერენიტეტს“, — წერს კარნი სოციალურ ქსელში.

მისივე განცხადებით, მომდევნო კვირების განმავლობაში ორივე ქვეყნის გუნდები შეთანხმების მისაღწევად მუშაობას გააგრძელებენ.

ცნობისთვის, შეერთებულ შტატებსა და კანადას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები აგვისტოში ჩაიშალა. 2025 წლის დასაწყისიდან ორივე ქვეყანა ერთმანეთის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფებს აწესებს. გასულ თვეში კი ძალაში შევიდა აშშ-ის აკრძალვა კანადური ალკოჰოლური სასმელების, მოტოციკლებისა და რძის პროდუქტების დიდი ნაწილის იმპორტზე.

მსგავსი