ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გუნდი „ლოს ანჯელეს ლეიკერსია“.
მოქმედი ჩემპიონი უკვე გაძლიერდა დენის შროდერით, მონტრეზლ ჰარელითა და ვესლი მეთიუსით. როგორც დღეს გახდა ცნობილი, ლოს ანჯელესური გუნდის ღირსებას მომავალი სეზონიდან მარკ გასოლიც დაიცავს.
გასოლის სანაცვლოდ „ლეიკერსს“ ჯავალ მაკგისთან დამშვიდობება მოუწია, რომელიც კარიერას „კლივლენდში“ გააგრძელებს.
ლოს ანჯელესური გუნდი დუაიტ ჰოვარდს, დენი გრინს, ევერი ბრედლისა და ჯავალ მაკგის დაემშვიდობა.