მარკ ფეიგინი - მშვენიერი ღამეა თბილისში, წინ, ძმებო, მოვუწოდებთ თბილისში პროტესტის მონაწილეებს, გაათავისუფლონ ციხიდან მიხეილ სააკაშვილი
ბლოგერი მარკ ფეიგინი თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი.
„მოვუწოდებთ თბილისში პროტესტის მონაწილეებს, გაათავისუფლონ ციხიდან მიხეილ სააკაშვილი! მომიტინგეთა ნაწილი უნდა გადავიდეს ციხის საავადმყოფოსთან, რათა გამოუშვას მიშა! იმოქმედეთ!“ – წერს ფეიგინი.
ფეიგინი ფეისბუქზე ასევე წერს: „მშვენიერი ღამეა თბილისში! ქართველ ხალხს შეუძლია დაასრულოს მოსკოვის პროტექტორატი დღესვე! წინ, ძმებო!“