მარკ ცუკერბერგი ინტერნეტის რეგულირების გლობალური წესების შემოღებას ითხოვს
მარკ ცუკერბერგი ინტერნეტის რეგულირების გლობალური წესების შემოღებას ითხოვს.
როგორც „ფეისბუქის“ ხელმძღვანელი ამბობს, ხელისუფლება უფრო აქტიურად უნდა ჩაერიოს ინტერნეტის რეგულირების საკითხში. მისი მოსაზრებით, საჭიროა ერთიანი წესები, რათა სხვადასხვა პუბლიკაცია, რომელიც არჩევნებთანაა დაკავშირებული და ასევე მოქალაქეთა პირადი მონაცემები უკეთ იყოს დაცული.
„ინტერნეტის წესების განახლებით, ჩვენ გლობალური ქსელის საუკეთესო მხარეს შევინარჩუნებთ – გამოხატვის თავისუფლებას“, – აცხადებს ცუკერბერგი.
მისი ინიციატივით, ცვლილებები ოთხ სფეროს უნდა შეეხოს. მისი თქმით, ყველა მავნე კონტენტის წაშლა შეუძლებელია, თუმცა სხვადასხვა სერვისის გამოყენების პირობებში აუცილებელია „საერთო სტანდარტის შემუშავება“. ამას გარდა, „ფეისბუქის“ შემქმნელი ხაზს უსვამს საარჩევნო პროცესების დაცვის აუცილებლობას.
მისივე თქმით, საერთო მიდგომის შემუშავება აუცილებელია ასევე კონფიდენციალურ, პირად მონაცემებთან დაკავშირებითაც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ინფორმაცია სხვადასხვა პლატფორმაზე გადადის.
ცუკერბერგის თქმით, ახალი მიდგომის შემუშავების შემდეგ მომხმარებლები უფრო დაცულები იქნებიან.