მარჯანიშვილის თეატრში თბილისის ინკლუზიურმა საცეკვაო კომპანიამ სპექტაკლი „სხვა გზა“ წარმოადგინა
მარჯანიშვილის თეატრში თბილისის ინკლუზიურმა საცეკვაო კომპანიამ სპექტაკლი „სხვა გზა“ წარმოადგინა

თბილისის ინკლუზიური საცეკვაო კომპანიის დადგმას „სხვა გზა“ მარჯანიშვილის თეატრმა უმასპინძლა. დასი შედგებოდა როგორც შეზღუდული შესაძლებლობების, ისე ტიუპური განვითარების მქონე მოცეკვავეებისგან. სპექტაკლის მთავარი იდეაა ტრავმის შედეგად მიღებული გამოცდილების და შინაგანი გარდაქმნის ეტაპების გამოხატვა ცეკვისა და მოძრაობის ენით.

წარმოდგენის შემდეგ მაყურებელს საშუალება მიეცა გასაუბრებოდა დასის მონაწილეებს და სპეციალურად ამ წარმოდგენისთვის საქართველოში ჩამოსულ ბრიტანული ქორეგორაფიული კომპანიის, candoco-ს საგანმანათლებლო პროგრამის პროდიუსერს.

სპექტაკლი წარმოდგენილი იყო ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით.