მარიუპოლში, ერთ-ერთი მრავალსართულიანი სახლის ნანგრევების ქვეშ 200-მდე ცხედარს მიაგნეს
მარიუპოლში, ერთ-ერთი მრავალსართულიანი სახლის ნანგრევების ქვეშ 200-მდე ცხედარს მიაგნეს

მარიუპოლში ერთ-ერთი მრავალსართულიანი სახლის ნანგრევების ქვეშ 200-მდე ცხედარი აღმოაჩინეს.

აღნიშნულის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრ ანდრუშენკომ განაცხადა.

„მარიუპოლი. სასაფლაო. მრავალსართულიანი სახლის ნანგრევების გასუფთავებისას, სარდაფში 200-მდე ადამიანის ცხედარი იპოვეს“, – წერს ანდრუშენკო.

მისი თქმით, მარიუპოლი ახლა სასაფლაოდ გადაიქცა.