მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროზე საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროზე განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ავიაიერიშის შესახებ განახლებულ ინფორმაციას მარიუპოლის საქალაქო საბჭო ავრცელებს.
დაღუპულებს შორის არის ერთი ბავშვი სულ რუსული ძალების მიერ საავადმყოფოზე მიტანილი იერიშის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა.
„რუსეთის ჯარები მიზანმიმართულად და უმოწყალოდ ანადგურებენ მარიუპოლის მშვიდობიან მოსახლეობას. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს კაცობრიობის, უკრაiნისა და მარიუპოლელების წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულის შესახებ, – ნათქვამია საქალაქო საბჭოს განცხადებაში.