მარიუპოლის მერის მრჩეველის ინფორმაციით, მარიუპოლში გუშინ მომხდარი აფეთქებების შედეგად 24 რუსი დაიღუპა
მარიუპოლში 19 მაისს მომხდარი აფეთქებების შედეგად 24 რუსი ოკუპანტი დაიღუპა. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშენკო ტელეგრამარხში წერს.
ანდრიუშენკოს ცნობით, აფეთქებებს შედეგად ასევე დაშავებულია 37 რუსი სამხედრო და განადგურებულია ტექნიკა.
რუსეთის მიერ დაკავებულ ქალაქ მარიუპოლში აფეთქებების შესახებ ინფორმაცია გუშინ, საღამოს გავრცელდა. ანდრიუშენკოს ცნობით, აფეთქებება, სავარაუდოდ, მარიუპოლის აეროპორტის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ოკუპანტები იყვნენ განთავსებული.