ხორვატიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა მარიო მანჯუკიჩმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. 35 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ საკუთარ „ინსტაგრამში“ დაწერა.
მარიო მანჯუკიჩი თამაშობდა „ბაიერნში“, „იუვენტუსსა“ და „მილანში“. ხორვატი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული იყო „ბაიერნში“. 2018 წელს, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. არაერთხელ იყო გერმანიისა და იტალიის ჩემპიონი.
მანჯუკიჩის ბოლო კლუბი იყო „მილანი“, რომლის რიგებშიც გასულ სეზონში 11 მატჩი ჩაატარა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.