„იუვენტუსმა“ მანჯუკიჩს დაბადების დღე მიულოცა

14:25, 21.05.2020

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილ თავდამსხმელს მარიო მანჯუკიჩს დღეს, 21 მაისს დაბადების დღე აქვს. კლუბმა 34 წლის ხორვატს ტვიტერზე მიულოცა – „დაბადების დღეს გილოცავთ, სუპერ მარიო!“

მანჯუკიჩმა იტალიის ყველაზე ტიტულოვან გუნდში 4,5 წელი გაატარა, ჩაატარა 118 შეხვედრა და 31 გოლის გატანა მოახერხა. „იუვენტუსის” რიგებში ფორვარდმა ცხრა ტიტული მოიგო, საიდანაც ოთხი – იტალიის ჩემპიონობაა.

მსგავსი