ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილ თავდამსხმელს მარიო მანჯუკიჩს დღეს, 21 მაისს დაბადების დღე აქვს. კლუბმა 34 წლის ხორვატს ტვიტერზე მიულოცა – „დაბადების დღეს გილოცავთ, სუპერ მარიო!“
მანჯუკიჩმა იტალიის ყველაზე ტიტულოვან გუნდში 4,5 წელი გაატარა, ჩაატარა 118 შეხვედრა და 31 გოლის გატანა მოახერხა. „იუვენტუსის” რიგებში ფორვარდმა ცხრა ტიტული მოიგო, საიდანაც ოთხი – იტალიის ჩემპიონობაა.