მარიო მანჯუკიჩი, შეიძლება, „რომაში“ გადავიდეს
მარიო მანჯუკიჩი, შეიძლება, „რომაში“ გადავიდეს

ხორვატი ფორვარდი მარიო მანჯუკიჩი, შესაძლოა, იტალიის ჩემპიონატში დაბრუნდეს.

რამდენიმე იტალიური გამოცემა აკონკრეტებს, რომ ფეხბურთელი „რომაში“ გააგრძელებს კარიერას. მანჯუკიჩი მზად არის დაბლა დაწიოს მოთხოვნები და სეზონში ოთხ მილიონ ევროს მიღებას დასჯერდეს.

დღეისთვის 34 წლის მანჯუკიჩი თავისუფალი აგენტია. ზაფხულში მან ყატარის „ალ-დუჰაილიდან“ წასვლის შესახებ გამოაცხადა. ამ გუნდში ის 2019 წლის დეკემბრიდან თამაშობდა და რვა მატჩში ერთი გოლი გაიტანა.

ხორვატი სერია A-ში „იუვენტუსის“ ღირსებას იცავდა – 2015-დან 2020 წლამდე.