მანჯუკიჩმა პრემიერლიგის ორ კლუბს უარი უთხრა

15:24, 02.11.2020

ხორვატიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი მარიო მანჯუკიჩი კვლავაც კლუბის გარეშე რჩება.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, 34 წლის ფეხბურთელმა წინადადება მიიღო ინგლისური კლუბებისგან – „ვესტ ჰემისგან“ და „ასტონ ვილასგან“, მაგრამ ორივე უარით გაისტუმრა.

ზაფხულში მანჯუკიჩი ასევე რამდენიმე კლუბთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, მაგრამ ვერც ერთთან ვერ მიაღწია შეთანხმებას.

ხორვატი თავდამსხმელის ბოლო კლუბი იყო ყატარის „ალ-დუჰაილი“.

მსგავსი