მარიო მანჯუკიჩს იტალიაში დაბრუნება სურს
მარიო მანჯუკიჩს იტალიაში დაბრუნება სურს

„ბაიერნის“, „ატლეტიკოსა“ და „იუვენტუსის“ ყოფილი თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი შესაძლოა კვლავ იტალიის ჩემპიონატში ვიხილოთ. ამ ინფორმაციას „კალჩომერკატო“ ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ხორვატის გადაბირებით, რამდენიმე იტალიური კლუბის გარდა, ასევე დაინტერესებულია თურქული „ფენერბაჰჩე“ და „გალათასარაი“, თუმცა თავად ფეხბურთელს იტალიაში დაბრუნება სურს.

ამჟამად მანჯუკიჩი ყატარულ საფეხბურთო კლუბ „ალ-დუჰაილის“ წევრია, რომელთანაც კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული.