ოფიციალურად – მარიო მანჯუკიჩი „მილანში“ ითამაშებს

17:18, 19.01.2021

მიუნხენის „ბაიერნისა“ და ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ფორვარდი მარიო მანჯუკიჩი სერია A-ში დაბრუნდა. 34 წლის ხორვატმა იტალიის ჩემპიონატის ლიდერ „მილანთან” სეზონის ბოლომდე გააფორმა ხელშეკრულება. კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის ერთი წლით გახანგრძლივებას.

მანჯუკიჩი „მილანში“ მეცხრე ნომრით ითამაშებს, – იტყობინება იტალიური კლუბის პრესსამსახური.

ხორვატი ფორვარდი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა გასული წლის ივლისიდან, როცა ყატარის კლუბ „ალ-დუჰაილიდან“ წავიდა. კარიერის განმავლობაში მანჯუკიჩმა საკლუბო დონეზე 497 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 197 გოლი გაიტანა. მის აქტივში 89 მატჩში 33 გოლია ხორვატიის ნაკრების შემადგენლობაში.

მსგავსი