მარინა კალიურანდი - „ქართული ოცნება“ უნდა იყოს ინკლუზიური, ოპოზიციას ვთხოვთ, მონაწილეობა მიიღონ პარლამენტში მუშაობაში, მათი ვალდებულებაა, წარმოადგენდნენ საზოგადოებას დემოკრატიის საუკეთესო გზით
ვფიქრობ, ასოცირების საპარლამენტო შეხვედრისთვის კარგად მომზადებული ვართ. ჩვენ აქ ვართ, რათა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ საქართველოსთვის ამ მომენტის მნიშვნელობაში. თქვენი პოლიტიკოსების ხელშია შესაძლებლობა, და ვსაუბრობ როგორც მმართველ პარტიაზე, ისე ოპოზიციაზე, რომ დასხდნენ ერთად, დაიწყონ თანამშრომლობა ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ და განსაზღვრული რეკომენდაციების შესამუშავებლად, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ უნდა იყოს ინკლუზიური, მოუსმინოს სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას, ამავდროულად, ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა პარლამენტში მუშაობაში, რადგან მათი ვალდებულებაა, წარმოადგენდნენ საზოგადოებას დემოკრატიის საუკეთესო გზით.
„მე და ჩემი კოლეგა სვენ მიქსერი დღეს დილით ჩამოვედით. გვქონდა შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებასთან, სახალხო დამცველთან, ოპოზიციასთან, „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებთან, პარლმენტის თავმჯდომარესთან. შესაბამისად, ვფიქრობ, ხვალინდელი ასოცირების საპარლამენტო შეხვედრისთვის კარგად მომზადებული ვართ. ჩვენ აქ ვართ, რათა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ საქართველოსთვის ამ მომენტის მნიშვნელობაში. მე ყოველთვის გირჩევდით, ქვეყანა მომზადებულიყო ამ მომენტისთვის და სწორედ ახლაა ეს დრო. შესაძლებლობა თქვენი პოლიტიკოსების ხელშია და აქ ვსაუბრობ ორივეზე – როგორც მმართველ პარტიაზე, ისე ოპოზიციაზე, რომ დასხდნენ ერთად, დაიწყონ თანამშრომლობა ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ და იმ რეკომენდაციების შესამუშავებლად, რომელიც განისაზაღვრა.
„ქართული ოცნება“ უნდა იყოს ინკლუზიური, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეს, სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას, რომ მათ ჰქონდეთ განცდა, მათ უსმენენ. ოპოზიციას ვთხოვთ, მონაწილეობა მიიღონ პარლამენტში მუშაობაში, რადგან მათ აქვთ მანდატი ხალხისგან და მათი ვალდებულებაა, წარმოადგენდნენ საზოგადოებას დემოკრატიის საუკეთესო გზით“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.
საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს მართავენ ევროპარლამენტარები სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი. ევროპარლამენტარები უკვე შეხვდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებს.