მარინა კალიურანდი - კარგია, რომ საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები, მოვუწოდებ 8 მარტის შეთანხმების მხარეებს, მისცენ ხმა საქართველოს უკეთესი ინტერესებისთვის
საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი ეხმაურება.
„კარგია, რომ საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 136 ხმით მიიღო ცვლილებები. ეს აშკარად პოზიტიური სიგნალია. მოვუწოდებ 8 მარტის შეთანხმების ყველა მხარეს, მისცენ ხმა მათი ვალდებულებების შესაბამისად, საქართველოს უკეთესი ინტერესებისთვის“, – წერს მარინა კალიურანდი „ტვიტერზე“.