მარინა კალიურანდი - ახლა საქართველოს პარლამენტს აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ფუნქციონირება შეუძლია
კომპრომისი იყო ძალიან დიდი მიღწევა ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. კომპრომისი გულისხმობს დათმობას. კომპრომისი ვერ შედეგება თუ ერთი მხარე მოიგებს და მეორე დანებდება. რამდენიმე კვირის წინ ჩვენ განვაცხადეთ, რომ პირველი ნაბიჯის გადადგმის პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება, – ამის შესახებ ესტონელმა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს შეთანხმების ამოქმედების კონტროლს, რომ დაპირებული სასამართლო და საარჩევნო რეფორმა შედგეს.
„მათ ეს გააკეთეს, ახლა ოპოზიციის დროა იგივე გააკეთონ. როგორც ვიცი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეულმა წევრებმა უკვე მოაწერეს ხელი, ასევე სხვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც, რომლებიც შევლენ საკანონმდებლო ორგანოში. ახლა პარლამენტს აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და პარლამენტს ფუნქციონირება შეუძლია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირი გააგრძელებს შეთანხმების ამოქმედების კონტროლს, რომ დაპირებული სასამართლო და საარჩევნო რეფორმა შედგეს, ასევე შესრულდეს პატიმრებთან დაკავშირებული პირობა. სხვაგვარად სიტუაცია ვერ მოგვარდება. დოკუმენტის უნდა მოჰყვეს რეალური ნაბიჯები. სწორედ ამიტომ შევიდა შარლ მიშელი საქართველოში და შეხვდა პოლიტიკურ პარტიებს, რათა ხაზი გაესვა შეთანხმების ამოქმედების მნიშვნელობისთვის“, – განაცხადა კალიურანდმა.