მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორი ახალი შემთხვევიდან ერთი ინფიცირებულ პირთან კონტაქტია, ხოლო მეორის დაავადების წყარო უცნობია
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორი ახალი შემთხვევიდან ერთი ინფიცირებულ პირთან კონტაქტია, ხოლო მეორის დაავადების წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევიდან ერთი ინფიცირებულ პირთან კონტაქტია, ხოლო მეორის დაავადების წყარო უცნობია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მეორე ინფიცირებულთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა, წყაროსა და კონტაქტების დადგენის მიზნით.

„ორი ახალი ინფიცირებულიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო მეორის ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება, კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით. დღევანდელი სიტუაციის მიხედვით, კოვიდცენტრებში მკურნალობს 241 კოვიდინფიცირებული. გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი გახლავთ 81.5%. ჩვენთან ლეტალობის მაჩვენებელი იცით, რომ მუდმივად 1.44%-1.46%-ის ფარგლებშია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკაში ამჟამად 37 პაციენტი მკურნალობს.

„ამ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, არავისთან შეინიშნება დაავადების პროგრესირება. მათი მდგომარეობა განიხილება, როგორც საშუალო და საშუალოზე მსუბუქი სიმძიმის“, – განაცხადა ეზუგბაიამ.