მარინა ეზუგბაია - ყველა თუ სწორად მოვიქცევით, იმედია, ასეთ მონაცემებს შევინარჩუნებთ, რაც ალბათ გარკვეულწილად ეპიდემიის დაძლევის საწინდარი იქნება
საქართველოში ბოლო ორი დღეა, კორონავურუსის ახალ დადასტურებულ შემთხვევებს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აჭარბებს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგაბაიას განცხადებით, თუ ასე გაგრძელდება, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ქვეყანამ დაბრკოლება გადალახა.
თუმცა, ეზუგბაიას თქმით, პროგნოზების გაკეთება ჯერ მაინც რთულია.
„დიდი იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება.თუ ასე გაგრძელდება, ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დაბრკოლება გადავლახეთ. ვნახოთ, რა იქნება, პროგნოზირება რთულია. თუ ჩვენ სწორად მოვიქცევით ყველა, მთელი ვერტიკალი და მოსახლეობა, იმედია, ასეთ მონაცემებს შევინარჩუნებთ და ეს ალბათ იქნება საწინდარი იმისა ვთქვათ, რომ გარკვეულწილად ალბათ ეპიდემიას დავძლევთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.