მარინა ეზუგბაია - ვიმედოვნებ, მარნეულში მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს დანარჩენ ნაწილებში ვირუსის გავრცელებას შეაჩერებს
მარინა ეზუგბაია - ვიმედოვნებ, მარნეულში მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს დანარჩენ ნაწილებში ვირუსის გავრცელებას შეაჩერებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, იმედი აქვს, მარნეულში მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ვირუსის გავრცელებას შეაჩერებს.

„მარნეულს რაც შეეხება, ვიცი რომ განსაკუთრებული ღონისძიებები ტარდება და იმედი მაქვს, ეს ღონისძიებები შეაჩერებს ვირუსის მარნეულიდან საქართველოს დანარჩენ ნაწილებში გავრცელებას“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი მოქმედებს.

ორ მუნიციპალიტეტში კარანტინის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში კარანტინისას საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, პროცესში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალებიც.