მარინა ეზუგბაია - სწრაფი ტესტები შემდგომში ითხოვს დადასტურებას, ძალიან გთხოვთ, მოსახლეობას ნუ დავაბნევთ
მარინა ეზუგბაია - სწრაფი ტესტები შემდგომში ითხოვს დადასტურებას, ძალიან გთხოვთ, მოსახლეობას ნუ დავაბნევთ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ნებისმიერი ინფექციის დროს, სწრაფი ტესტი გადამოწმებას ითხოვს.

ეზუგბაიამ ამის მაგალითად მოიყვანა შემთხვევა, როცა ერთ-ერთი კლინიკის ექიმს სწრაფი ტესტის მეშვეობით კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა პისიარ მეთოდით ჩატარებულმა კვლევამ უარყოფითი შედეგი აჩვენა.

ეზუგბაია მიიჩნევს, რომ სწორად მოიქცა, როცა ე.წ. ოქროს სტანდარტით ტესტის ჩატარებამდე ექიმის კორონავირუსით ინფიცირება მედიასთან არ დაადასტურა.

„სწრაფი ტესტი ნიშნავს გადამოწმებას. ნებისმიერი ინფექციის დროს, ვირუსული ჰეპატიტების ან სხვა ვირუსული დაავადებების დროს, სწრაფი ტესტები შემდგომში ითხოვს დადასტურებას. გუშინ საღამოს შემეკითხა ერთ-ერთი ტელევიზია, გინდა თუ არა გიწევთ პაციენტიო და იმიტომაც ვუთხარი, დადასტურებული პაციენტი, ექიმი არ მიწევს, ამიტომ მე მას ვერ დაგიდასტურებ-მეთქი და სწორი აღმოვჩნდი.

ამიტომ, ძალიან გთხოვთ, მოსახლეობას ნუ დავაბნევთ, ეს არ არის ჩვენი საქმე, ტესტების ხარისხი და მასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილება ლაბორატორიულ სამსახურში. მთავარია, იყოს სწრაფი, მარტივი მეთოდით, ზედმეტით დადებითს არაუშავს, ჩვენთან კლინიკაში ან სხვა ადგილას გადამოწმდება ესენი ოქროს სტანდარტით – დადასტურდება ან მოიხსნება“ ,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.