მარინა ეზუგბაია - სოციალურ ქსელში ჩემი სახელით გავრცელებული ყველა ინფორმაცია ყალბია, მე „ფეისბუქით“ არ ვსარგებლობ
მარინა ეზუგბაია - სოციალურ ქსელში ჩემი სახელით გავრცელებული ყველა ინფორმაცია ყალბია, მე „ფეისბუქით“ არ ვსარგებლობ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მისი სახელით ყალბი „ფეისბუქ“ გვერდია შექმნილი.

ეზუგბაიას თქმით, თავად სოციალური ქსელებით არ სარგებლობს და ყველას მოუწოდა, მისი სახელით გავრცელებულ ინფორმაციას ნუ დაეყრდნობიან.

„მე არ მაქვს „ფეისბუქი“, არ ვსარგებლობ, შექმნილია ყალბი „ფეისბუქი“ ჩემი სახელით, ამიტომ, ძალიან გთხოვთ, იქ გამოქვეყნებული ნებისმიერი ინფორმაციის ავტორი მე არ გახლავართ და არ მიაქციოთ ყურადღება. ასევე სოციალური ქსელებითაც არ ვსარგებლობ. ყველა ეს ინფორმაციები არის ცრუ, ყალბი, და გთოვთ, ამას ყურადღება არ მაიქციოთ, როგორც ჩემს მიერ გამოქვეყნებულს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.