მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებულ კიდევ ერთ პაციენტს ინგლისში მოგზაურობის ისტორია აქვს და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 91-ე პაციენტს ინგლისში მოგზაურობის ისტორია აქვს.
როგორც მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, დღეს დილის შემდეგ ერთი ახალი შემთხვევა შეემატა კლინიკას და დადასტურებული შემთხვევა არის 91-ე.
„91-ე პაციენტი არის ჩვენს ცენტრში. დღეს დაახლოებით 10 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება და ერთ პაციენტზე იყო დადებითი, დანარჩენი უარყოფითი. 47 პაციენტი არის ჩვენს ცენტრში დადასტურებული, დანარჩენი 44 არის კოვიდის ექვს მიმღებ დაწესებულებაში. წყარო ცნობილია, მოგზაურობას უკავშირდება და ეს არის ქვეყანა ინგლისი. მოხდება ამ კონტაქტების კვლევა თავიდან ბოლომდე. საერთოდ დილის შემდეგ არ შეცვლილა მდგომარეობა პრობლემური გვრჩება ოთხი პაციენტი. ახალი პაციენტის მდგომარეობა არ არის მძიმე. ეს ახალი პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.