მარინა ეზუგბაია - ეროვნული ბანკის კალასტერიდან პირების გამოკვლევა პერიოდულად, სიმპტომების მიხედვით ხდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ეროვნული ბანკის კალასტერიდან პირების გამოკვლევა პერიოდულად, სიმპტომების მიხედვით ხდება.
კითხვაზე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიდევ დამატებით შეიყვანეს კლინიკაში ეროვნული ბანკის თანამშრომლები, ეზუგბაიამ უპასუხა, რომ დაახლოებით 20 კაცამდე თანამშრომელი იმყოფებოდა იზოლაციაში და სიმპტომების გამოვლენის მიხედვით, ეტაპობრივად მოხდება მათი ტესტირება.
„ასე იქნება, რა თქმა უნდა, კონტაქტები არის, მე ვიცი, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით, სადღაც 20 კაცამდე იყო იზოლაციაში და ამათი კვლევა ხდება თანდათანობით. რომელ პირთანაც გამოვლინდება კლინიკა ტემპერატურის სახით, იმ პირების კვლევა ჩატარდება. სადაც არ გამოვლინდება კლინიკა, ისინი ორ კვირიან იზოლაციას დაამთავრებენ და როგორც ჯანმრთელი პირები დატოვებენ საიზოლაცო სივრცეებს“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.