მარინა ეზუგბაია - დარწმუნებულები ვართ, რომ დროული და ადეკვატური გადაწყვეტილებების შედეგად, სიტუაცია ისეთივე მართვადი გახდება, როგორც აქამდე გვქონდა
დარწმუნებულები ვართ, რომ დროული და ადეკვატური გადაწყვეტილებების შედეგად, სიტუაცია ისეთივე მართვადი გახდება, როგორც აქამდე გვქონდა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სამედიცინო სექტორი ძალიან აქტიურად თანამშრომლობს მთავრობასთან.
„ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს მთავრობასთან, სამედიცინო სექტორს და საათობრივი ურთიერთობა გვაქვს მთავრობასთან. შესაბამისად, დარწმუნებულები ვართ, რომ დროული, ადეკვატური გადაწყვეტილებების შედეგად, სიტუაცია ისეთივე მართვადი და კონტროლირებადი გახდება, როგორც აქამდე გვქონდა.
ქვეყანაში ჩატარებული ტესტების რაოდენობა ზუსტად იმის მაჩვენებელია, რომ ინფიცირებული ადამიანების გამოვლენის მაჩვენებელი მაღალია. ეს კარგია იმ თვალსაზრისით, რომ მათი იზოლაცია ხდება და ამის შედეგად, გავრცელების მაქსიმალური პრევენცია ხდება. რაც მეტი გამოვლენილი კონტაქტი იქნება, მით ნაკლებია დაავადების გავრცელების საშიშროება. რიცხვი 158 ნუ შეგვაშინებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რეგულაციები არ დავიცვათ. პირიქით, ეს რიცხვი გვეუბნება, რომ მთელმა მოსახლეობამ საკუთარი თავის მიმართ რეგულაციები უნდა გავამკაცროთ“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.