მარინა ეზუგბაია - ჩვენს კლინიკაში უკვე 101 პაციენტი გვყავს, საიდანაც ნახევარზე მეტი გამოჯანმრთელებულია, რაც კარგი მაჩვენებელია
ჩვენთან გატარებული პაციენტების რაოდენობამ გადააჭარბა 100-ს, უკვე 101 პაციენტი გვყავს, საიდანაც ნახევარზე მეტი, 50-ზე მეტი უკვე გამოჯანმრთელებულია, რაც კარგი მაჩვენებელია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, ბოლო მონაცემები უცვლელია, დილის შემდეგ მონაცემები არ შეცვლილა.
„როგორც დილით მოგახსენეთ, დადასტურებული შემთხვევა იყო 370. საღამოსაც იგივე ციფრი რჩება. გამოჯანმრთელებული არის – 79. იცით, რომ 24 საათის განმავლობაში 34 პაციენტი დაგვემატა, რომელთაგან დღეს, ექვსი პაციენტი ჩვენთან შემოვიდა. უკვე გვყავს 45 დადასტურებული პაციენტი.
ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან გატარებული პაციენტების რაოდენობამ გადააჭარბა 100-ს. უკვე 101 პაციენტი გვყავს. ამ 370-დან 101 პაციენტიდან ნახევარზე მეტი უკვე გამოჯანმრთელებული გვყავს, 50-ზე მეტი, რაც კარგი მაჩვენებელია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.