მარინა ეზუგბაია - ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 275 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის სამი კრიტიკული პაციენტია, ხოლო 16-ის მდგომარეობა მძიმეა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 275 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის სამი კრიტიკული პაციენტია, ხოლო 16-ის მდგომარეობა მძიმეა.
„კოვიდცენტრებში ამ ეტაპზე 275 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს. მათგან რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კვლავ რჩება სამი კრიტიკულად მძიმე და 16 მძიმე პაციენტი.
რაც შეეხება ჩვენს სტაციონარს, ჩვენთან გუშინ 14 დადასტურებული შემთხვევა იყო, ორი გამოჯანმრთელდა, დაგვემატა ორი და კვლავ 14 პაციენტი გვყავს. ამ შემთხვევებიდან კვლავ ერთი კრიტიკულად მძიმე პაციენტი გვყავს, ასევე ერთის მდგომარეობა არის მძიმე, ხოლო დანარჩენები საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.