მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად აღარ განიხილება, თუმცა მძიმე რჩება
მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად აღარ განიხილება, თუმცა მძიმე რჩება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კლინიკაში მოთავსებული ერთ-ერთი პაციენტი, რომლის მდგომარეობა კრიტიკული იყო, ამჟამად კრიტიკულად აღარ განიხილება, თუმცა მძიმე რჩება.

„ჩვენს კლინიკაში 31 დადასტურებული შემთხვევა წევს, საიდანაც გუშინ, როგორც უკვე გითხარით, რვა ახალი დადასტურებული გვყავდა. გამოჯანმრთელდა მხოლოდ სამი პაციენტი, რომლებმაც კლინიკა დატოვეს. ერთი კრიტიკული პაციენტია, მისი მდგომარეობა სტაბილურია და კრიტიკულად აღარ განიხილება, მაგრამ ჯერჯერობით ეს პაციენტი კვლავ მძიმეა, ინტენსიური პაციენტია, რადგან გარკვეულწილად მაინც ჟანგბადის მიწოდებას საჭიროებს, ანუ ჟანგბადდამოკიდებულია. ვნახოთ, რამდენიმე დღე და საბოლოოდ ვიტყვით, ამ პაციენტის პროგნოზს მომავალში“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.