მარინა ენდელაძე - თბილისის ინფექციურში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, აქედან ერთი რჩება საყურადღებო
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.
„დღეისთვის ინფექციურ პათოლოგიის ცენტრში გახლავთ 44 პაციენტი. დღეს ახალი პაციენტები არ დაგვმატებია. გაეწერა სამი გამოჯანმრთელებული. პაციენტების ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, აქედან ერთი რჩება საყურადღებო. გვყავს ერთი კრიტიკული პაციენტი, იმყოფება ჟანგბადის მხარდაჭერაზე“,-განაცხადა მარინა ენდელაძემ.