მარინა ენდელაძე - 38 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
„38 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის 36 იმყოფება მართვით სუნთქვაზე. მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტებიდან ცხრა გახლავთ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი“, – განაცხადა ენდელაძემ.