მარინა ენდელაძე - 21 პაციენტის მდგომარეობა არ გაუარესებულა, ერთ-ერთის კი, მცირედით გაუმჯობესდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ კლინიკაში მოთავსებული 21 პაციენტის მდგომარეობა არ გაუარესებულა.
როგორც მარინა ენდელაძემ განაცხადა, პაციენტები არიან მსუბუქი, საშუალო და მათგან ერთი არის მძიმე, თუმცა მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა.
„სუნთქვის უკმარისობა გამოხატული არ არის და ვაწარმოებთ დაკვირვებას. პნევმონია აღენიშნება კორონავირუსით დაინფიცირებულ ხუთ ადამიანს, თუმცა კიდევ რვას გაუკეთდა გუშინ კომპიუტერული ტომოგრაფია და დღეს მივიღებთ პასუხებს. დასაწყისში არ ვლინდება ხოლმე პნევმონია, ამიტომ რადიოლოგიური კვლევით ვადგენთ ხოლმე. დღეს კიდევ დაახლოებით 12 ახალი პაციენტის ტესტის პასუხებს ველოდებით“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.